ანონსები
23 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთლობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „მედიკამენტის პრომოციის ეთიკური ასპექტები“.
ლექციას წაიყვანს ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი, ფარმაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ქ-ნ ელზა ნიკოლეიშვილი.
ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამისა და პრომოციის ეთიკური პრინციპები და მეთოდები, ეთიკური დილემის, ინტერესთა კონფლიქტის, შემთხვევის - გარჩევა/ანალიზი, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ექიმების როლს კლინიკური კვლევებისა და მედიკამენტის პრომოციის პროცესში (Physician Payment Sunshine Act).
ლექციაზე ასევე, განხილული იქნება ფარმაცევტული პროდუქტის პრომოციის რეგულაციის მექანიზმები. ლექცია ჩატარდება ქართულ ენაზე. დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 23.05.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია #204
დრო: 16:30 სთ